ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი — ლიდერ კრედიტი

ლიდერ კრედიტი — ლოგო
ლიდერ კრედიტი

ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს. შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: დღის ცვლა, ცვლიანობის განრიგით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ მეფის გამზ.11

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:

  • ონლაინ რეჟიმში ჩართულ ვიდეო კამერებთან მუშაობის გამოცდილებით;
  • ყურადღებიანს და დეტალებზე ორიენტირებულს;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დამკვეთის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე უწყვეტი ვიდეო მონიტორინგის განხორციელება;
  • თანამშრომლებისა და სტაჟიორების გადაადგილების და შინაგანაწესის შესაბამისად სამუშაო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა/კლიენტთა (უცხო პირთა) შემოდინების და მათ გადამისამართების კონტროლი;
  • კონფლიქტური სიტუაციების კონტროლი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 19 ივლისი.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

გისურვებთ წარმატებას!