ვიდეო კონტენტ კრეატორი — Aurea Aesthetic Center

Aurea Aesthetic Center

ვიდეო კონტენტ კრეატორი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Aurea Aesthetic Center" — თბილისში მოქმედი ესთეტიკური ცენტრი, რომელიც სპეციალიზდება პროფესიულ ლაზერულ ეპილაციაში თანამედროვე ტექნოლოგიებით — ეძებს კრეატიულ ვიდეო კონტენტ კრეატორს.

თუ გიყვარს ვიდეოების შექმნა, სოციალური მედიის ტრენდების აღმოჩენა და იდეების შედეგიან კონტენტად გადაქცევა — აუცილებელია პორტფოლიოს, ნამუშევრების ან სოციალური მედიის გვერდების/პროექტების ბმულების წარმოდგენა, სადაც თქვენ მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტია ნაჩვენები.

ძირითადი მოვალეობები:

  • Facebook, Instagram და TikTok პლატფორმებისთვის ვიდეო კონტენტის შექმნა (Reels, Stories, Shorts);
  • ვიდეოების მონტაჟი ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვით;
  • კონტენტის იდეების გენერირება და მიმდინარე ტრენდების მონიტორინგი (განსაკუთრებით სილამაზის/ესთეტიკის სფეროში);
  • ყოველთვიური კონტენტ-გეგმის (Content Calendar) მომზადება;
  • სარეკლამო ვიდეომასალების შექმნა აქციებისა და სერვისების გასაცნობად;
  • კონტენტის ორგანული და რეკლამის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით კონტენტის გაუმჯობესება;
  • ბიზნეს შედეგებზე — ვიზიტების დაჯავშნასა და მომხმარებლების მოზიდვაზე — ორიენტირებული კონტენტის შექმნა.

მოთხოვნები:

  • სოციალური მედიისთვის ვიდეო კონტენტის შექმნის გამოცდილება;
  • ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის კარგი უნარები (მობილური გადაღების ჩათვლით);
  • Instagram, Facebook და TikTok-ის ალგორითმებისა და ტრენდების ცოდნა;
  • სოციალური მედიის ანალიტიკის გააზრების უნარი;
  • კონტენტის დაგეგმვისა და კალენდრის შედგენის გამოცდილება;
  • კრეატიული აზროვნება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ლოკაციაზე გადაღებების დამოუკიდებლად ორგანიზებისა და განხორციელების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სილამაზის, ესთეტიკის, ჯანმრთელობის ან beauty/wellness სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ფოტოგრაფიის ან გრაფიკული დიზაინის საბაზისო ცოდნა.

სამუშაო დეტალები:

  • სამუშაო ფორმატი: Full-time, დისტანციური (remote);
  • ანაზღაურება: 1200-1600 ლარი ნეთ, დამოკიდებულია გამოცდილებაზე;
  • გადაღებებისთვის საჭიროა ლოკაციაზე მისვლა (თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის ქუჩა #47).

მნიშვნელოვანია:

  • განაცხადის განსახილველად აუცილებელია პორტფოლიოს, ნამუშევრების ან სოციალური მედიის გვერდების/პროექტების ბმულების წარმოდგენა, სადაც თქვენ მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტია ნაჩვენები;
  • განაცხადი პორტფოლიოს გარეშე არ განიხილება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ