ვიდეო კონტენტ კრეატორი
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს მარკეტინგის გუნდში ვიდეო კონტენტ კრეატორის თანამდებობაზე ვეძებთ.
სამუშაო პირობები, რომლებიც ჩვენთან დაგხვდება:
- ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის №1. საჭიროების შესაბამისად, ვიდეოების გადაღებისთვის, ვიზიტი თბილისის სხვადასხვა ფილიალში.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული
- ანაზღაურების დიაპაზონი (კვალიფიკაციის შესაბამისად): 1500 - 1800 ლარი
- ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 (ერთი)
რას გვსურს ვიდეო კონტენტ კრეატორისგან?
- ვიდეო კონტენტის დაგეგმვა-გადაღება (ძირითადად რილები და მოკლე ვიდეობი);
- გადაღებული ვიდეოს დამუშავება - შესაბამისი ეფექტებითა და კორექციებით.
- ვიდეოსთვის სუბტიტრების/ ტექსტების მომზადება და ვიზუალური გაფორმება;
- სოციალური პლატფორმების ტრენდების ცოდნა და სამუშაო პროცესში მათი გამოყენება;
ჩვენ გეძებთ შენ, თუ:
- გაქვს შესაბამისი გამოცდილება ვიდეო კონტენტის შექმნის მიმართულებით (განსაკუთრებით Reels-ები);
- შეგიძლია მიღებული დავალების შესაბამისად, დამოუკიდებლად დაგეგმო გადაღების პროცესი და იპოვო საუკეთესო კუთხეები კადრისთვის;
- ფლობ მონტაჟის პროგრამებს ისე, რომ კადრები საინტერესო ვიდეოდ აქციო;
- გესმის სოციალური მედიის ალგორითმები და იცი, როგორი ვიზუალი ხდება პოპულარული;
- გაქვს ხედვა და შეგიძლია 15-30 წამში "მოყვე" პროდუქტის შესახებ ამბავი;
- ხარ კომუნიკაბელური და გუნდური მოთამაშე;
- გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და იცავ ვადებს;
ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:
- რეზიუმეებისა და პორტფოლიოს გადარჩევა;
- გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;