ვებსაიტისა და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი — რემარტინი

რემარტინი

ვებსაიტისა და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "რემარტინი" — ფრანგული ფარმაცევტული კოსმეტიკის ბრენდის MAVIÈNNE Paris-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ვებსაიტისა და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის (Website & Technical Support Specialist) პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, დეტალებზე ორიენტირებულ და ტექნიკური მიმართულებით კვალიფიციურ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს ბრენდის ვებსაიტის გამართულ ფუნქციონირებას, კონტენტის მართვას, კორპორაციული ელფოსტის სისტემის ადმინისტრირებასა და ტექნიკური საკითხების ეფექტურ გადაწყვეტას.

ძირითადი მოთხოვნები:

  • WordPress CMS-ის მართვის პრაქტიკული გამოცდილება
  • WooCommerce-ის ან სხვა E-commerce პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
  • ვებსაიტზე პროდუქტების, კატეგორიების, ბანერებისა და კონტენტის განთავსებისა და მართვის გამოცდილება
  • ვებსაიტების ადმინისტრირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
  • ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • HTML და CSS-ის საბაზისო ცოდნა
  • კორპორაციული ელფოსტის სისტემების შექმნისა და ადმინისტრირების გამოცდილება
  • Google Analytics-ისა და Google Search Console-ის ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

ძირითადი მოვალეობები:

  • MAVIÈNNE Paris-ის ვებსაიტის ყოველდღიური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა
  • საიტზე ახალი პროდუქტების, ფასების, აღწერების, ბანერებისა და სხვა კონტენტის განთავსება და განახლება
  • ვებსაიტის ფუნქციონირების მუდმივი მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, ანალიზი და დროული აღმოფხვრა
  • WordPress-ის, პლაგინებისა და ინტეგრაციების მართვა
  • კორპორატიული ელფოსტის მისამართების შექმნა, კონფიგურაცია და ადმინისტრირება
  • ელფოსტის სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური მხარდაჭერა
  • ვებსაიტის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა