ვებ-გვერდის მენეჯერი
Tenders.ge აცხადებს ვაკანსიას ვებ-გვერდის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- ენერგიული;
- მოწესრიგებული;
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლობიანი;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება)
ძირითადი მოვალეობები:
- ვებ-გვერდის კონტენტის მართვა;
- სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიების ბაზების შექმნა;
- კომპანიებთან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება;
- შემოსულ ზარებზე პასუხი;
- ფაილინგის და რეპორტინგის წარმოება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინტერნეტის საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარი;
- Microsoft Word / Excel -ის ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
შერჩევის პროცესში შესაძლოა მოცემულ იქნას გარკვეული დავალება, რომლის შესრულებაც აუცილებელი იქნება პრეტენდენტის კვალიფიკაციის დასადგენად.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00.
სამუშაო ადგილი: კრწანისის I ჩიხი, 2ბ.
ანაზღაურება: 1300 ლარი ხელზე.
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე - სრულად ანაზღაურებადი.