ვებ დეველოპერი — მედიქალ ვორლდის ლაბორატორია

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია

ვებ დეველოპერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "მედ 11", რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია " აცხადებს ვაკანსიას ვებ დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ჰიბრიდული

ანაზღაურება: მოლაპარაკებადი გამოცდილების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

  • ვებგვერდების შექმნა, განვითარება და გამართვა;
  • არსებული ვებპროექტების ტექნიკური მხარდაჭერა და გაუმჯობესება;
  • ვებსაიტების ფუნქციონალის დამატება და ოპტიმიზაცია;
  • შეცდომების აღმოჩენა და დროული გამოსწორება;
  • ვებგვერდების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა სისტემებთან და API-ებთან ინტეგრაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • HTML, CSS და JavaScript-ის კარგი ცოდნა;
  • თანამედროვე ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება (React, Vue, Angular ან სხვა);
  • PHP, Node.js ან სხვა Backend ტექნოლოგიების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მონაცემთა ბაზებთან (MySQL, PostgreSQL და სხვა) მუშაობის გამოცდილება;
  • პრობლემების ანალიზისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • მნიშვნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სრულ სერვისზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე https://mlab.ge/, ასევე ფბ-გვერდზე: https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE