ვაკის ფილიალის ოფისის ადმინისტრატორი — ვისტამედი

ვისტამედი

ვაკის ფილიალის ოფისის ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ვაკის ფილიალის ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტების მიღება და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
  • პაციენტების ინფორმირება პროდუქტების, სერვისების/პაკეტების, ფასების შესახებ;
  • პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
  • ანგარიშსწორება (სალაროს მართვა და კონტროლი);
  • დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა (სასურველია);
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესია).

პიროვნული თვისებები:

  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

  • თვეში 15 სამუშაო დღე (ცვლაში, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება).
  • სამუშაო საათები: 08:30-18:00.
  • ქ. თბილისი, ვაკე, შროშის ქუჩა N14.