ვაკანსია სტუდენტებისთვის
შემოუერთდი "რიკოს" დიდ გუნდს!
დასაქმება და განათლების დაფინანსება სტუდენტებისთვის!
ვაკანსია ცხადდება ღამის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო საათები: დღეგამოშვებით (კვირაში 3-4 დღე) საღამოს 20:00 სთ-დან დილის 10:00-მდე.
- ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
- დასაქმების პერიოდში კომპანია დააფინანსებს სწავლის ღირებულებას ყოველწლიურად 4000 ლარამდე. (სასწავლებლის ანგარიშზე ყოველთვიური დარიცხვით).
- წარმატებული 15 თვიანი სამუშაო პერიოდის გასვლის შემდეგ, თანამშრომელი ჩაერთვება ხელფასის ზრდის პერსპექტივის და კვარტალური/წლიური პრემიების საბონუსე სისტემაში. ამოქმედდება ჯანმრთელობის დაზღვევა.
(ღამის საათებში დასაშვებია წიგნების კითხვა და ლეპტოპის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის).
შემოუერთდი რიკოს დიდ გუნდს და რიკო იზრუნებს თქვენი განათლების ხარჯებზე.