ვაიზერი- ბათუმი — აგროჰაბი

აგროჰაბი — ლოგო
აგროჰაბი

ვაიზერი- ბათუმი

₾1100 იწურება ბათუმში · ადგილზე სრული განაკვეთი

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინაცია;
  • დარბაზში არსებული მარაგების მართვა და მონიტორინგი;
  • გუნდთან ერთად პროდუქტის ვადების კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

გთავაზობთ:

  • კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ანაზღაურება 1100 ლარიდან +ბონუსი;
  • სწავლის დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით;
  • კვებაზე ფასდაკლება;

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაიზერი ბათუმში" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;

მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.