ვადაგადაცილებების/პრობლემური ლიზინგების მართვის მენეჯერი — ტერა ლიზინგი

ტერა ლიზინგი — ლოგო
ტერა ლიზინგი

ვადაგადაცილებების/პრობლემური ლიზინგების მართვის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ტერა ლიზინგში ვეძებთ ვადაგადაცილებული/პრობლემური ლიზინგების მართვის მენეჯერს.

ჩვენ შესახებ:

"ტერა ლიზინგი" ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის უკვე მე-2 ადგილს იკავებს სალიზინგო ბაზარზე და 50 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის პორტფელს ფლობს. კომპანიას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც ტერაბანკთან პარტნიორობით დააფუძნეს ბანკის შვილობილი კომპანია - სს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, პრინტინგი, ასევე აქვს ავტოლიზინგის პროდუქტი ფიზიკური პირებისთვის. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსებისა და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

პოზიციის მოვალეობა იქნება:

  • ვადაგადაცილებული პორტფელის ყოველდღიური მონიტორინგი და ანალიზი
  • კლიენტებთან (ბიზნეს და ფიზიკური პირები) კომუნიკაცია დავალიანების დაფარვის მიზნით (ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, პირადი შეხვედრებით, ადგილზე ვიზიტებით)
  • გადახდის გრაფიკების შეთანხმება და რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობა
  • პრობლემური კლიენტების ფინანსური მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება
  • იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაცია სასამართლო და აღსრულების პროცესების მართვისას
  • სალიზინგო აქტივების დაბრუნების/დასაკუთრების პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
  • პრობლემური პორტფელის მაჩვენებლების ანალიზი და ანგარიშგების მომზადება
  • პრობლემური პორტფელის შემცირების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
  • შესაბამისი ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემებში
  • მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება
  • კომპანიაში მიმდინარე პროექტებში, მათ შორის ტექნოლოგიურ პროექტებში (კვლევა, ოპტიმიზაცია, ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვა და სხვა) ჩართულობა

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

  • პრობლემური აქტივების/კოლექშენის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • ფინანსური ანალიზის საბაზისო ცოდნა
  • საქართველოს სამოქალაქო, აღსრულებისა და გადახდისუუნარობის კანონმდებლობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • MS Office-ის კარგი ცოდნა

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 42
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო სტილი: ჰიბრიდული, კვირაში 1 დღე - დისტანციურად

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 24 ივლისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერა ლიზინგი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერა ლიზინგში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერა ლიზინგი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!