უზრუნველყოფის ჯგუფის ტექნიკოს-ოპერატორი — კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი — ლოგო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

უზრუნველყოფის ჯგუფის ტექნიკოს-ოპერატორი

₾1417 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება

თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის ტექნიკოს-ოპერატორი

დაქვემდებარება:

  • უშუალო ხელმძღვანელი
  • უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
  • პირდაპირი ხელმძღვანელი
  • განყოფილების უფროსი

ფუნქცია-მოვალეობები:

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

  • იზრუნოს საქვაბის გამართულ მუშაობაზე;
  • მუდმივ წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი;
  • იცნობდეს საქვაბეში დამონტაჟებული აგრეგატების ტექნიკურ მაჩვენებლებს და მუშაობის პრინციპს;
  • იცოდეს შენობა-ნაგებობების ცხელი და ცივი წყლის მიწოდების გრაფიკი;
  • დაიცვას მასზე მიმაგრებული აგრეგატების ექსპლუატაციის წესები. გაუმართაობის შემთხვევაში დროულად მოახსენოს პირად უფროსს;
  • აკონტროლოს ცივი წყლის რეზერვუარებში წყლის რაოდენობა. დროულად შეავსოს რეზერვუარები ქალაქის წყალმომარაგების ქსელიდან;
  • აკონტროლოს ქვაბებზე მიწოდებული ბუნებრივი აირისა და ცივი წყლის, ასევე ქვაბებიდან შენობებში გამავალი გათბობისა და წყალმომარაგების მილებში წყლის წნევა;
  • ზამთრის სეზონური ყინვების დროს, გათბობის სისტემაში ცხელი წყლის მიწოდების ხანგრძლივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიიღოს ზომები მილების გაყინვის თავიდან აცილების მიზნით;
  • უზრუნველყოს საქვაბეში სახანძრო უსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების წესების დაცვა.

თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

ხარისხი (სავალდებულო):

  • საშუალო: სასურველია შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი

ხარისხი (სასურველი):

  • საშუალო-პროფესიული: სასურველია შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი

გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

ცოდნა:

  • სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
  • ელექტრო ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების ცოდნა
  • ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის მართვის უსაფრთხოების წესების ცოდნა

კომპეტენციები: კომუნიკაცია

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • გამართულად წერისა და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა)

სხვა უნარები:

  • უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო
  • კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)

ხელფასი: 1417 ლარი