უზრუნველყოფის ჯგუფის მძღოლი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის მძღოლი
დაქვემდებარება
- უშუალო ხელმძღვანელი
- უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
- პირდაპირი ხელმძღვანელი
- განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
- მასზე მიმაგრებული ტექნიკის შენახვა და გამართულობის უზრუნველყოფა;
- მასზე მიმაგრებული ტრანსპორტის მართვა ნებისმიერ კლიმატურ პირობებსა და გზებზე, დღისით და ღამით;
- მანქანის მზადყოფნა ექსპლუატაციისთვის, საგზაო უსაფრთხოებისა და მოძრაობის წესების ცოდნა;
- ტექნიკური მომსახურების პერიოდულობის ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
- მანქანისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის ნორმების ცოდნა და მათი ეკონომიურად გამოყენება;
- მანქანის ექსპლუატაციისას მანქანის უფროსის მითითებების შესრულება;
- საგზურის ფურცლის შევსება და დამუშავება;
- ბრძანების გარეშე სხვა პირისთვის სატრანსპორტო საშუალების საჭის მართვის გადაცემის შეზღუდვა;
- სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უქმე ან დასვენების დღეებში გაწეული მუშაობის სანაცვლოდ მძღოლს მიეცემა დამატებითი დასვენების დღე ან დამატებითი დასვენების საათი;
- ყოველი კვირის ბოლო სამუშაო დღეს წერილობით მოხსენება მასზე მიმაგრებული ტექნიკის გამართულობის შესახებ;
- უზრუნველყოფს სატრანსპორტო ჯგუფის უფროსის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის - ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
განათლება
ხარისხი (სავალდებულო)
საშუალო
მართვის მოწმობა BCDE კატეგორია
ხარისხი (სასურველი)
საშუალო-პროფესიული
გამოცდილება
შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 3 წლის გამოცდილება
ცოდნა
- იცოდეს და ზუსტად დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები;
- იცოდეს ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა;
- იცოდეს მანქანებზე გამოყენებულ საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის ნორმები და ხარისხები;
- იცოდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება საავტომობილო ტექნიკისა და საავტომობილო კოლონების უსაფრთხო მოძრაობის შესახებ.
უნარები
- კომუნიკაბელურობა;
- გამართულად წერის და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).
სხვა უნარები:
- უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო
- კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)
ანაზღაურება: 1772 ლარი