უცხო ენების სპეციალისტი
გერმანული, ესპანური, იტალიური ან ფრანგული ენის სპეციალისტი.
Lingwing.com არის ენის შემსწავლელი ონლაინ პლატფორმა, რომელსაც ასიათასობით მომხმარებელი ჰყავს. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ [უცხო ენისგერმანული / ესპანური / იტალიური / ფრანგული] სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება სასწავლო მასალებისა და ტესტების შექმნაში.
პასუხისმგებლობები:
- სასწავლო კონტენტის შექმნა და რედაქტირება;
- ენობრივი სავარჯიშოებისა და ტესტების მომზადება;
- სასწავლო მასალების ხარისხის კონტროლი;
- ახალი სასწავლო იდეებისა და მეთოდების შემუშავება;
- კონკურენტული გარემოსა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების კვლევა;
- კომპანიის საგანმანათლებლო და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- [გერმანული / ესპანური / იტალიური / ფრანგული] ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე;
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
- ენის გრამატიკისა და ლექსიკის საფუძვლიანი ცოდნა;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- პასუხისმგებლიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ციფრული ტექნოლოგიებისა და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
სასურველია:
- შესაბამის ენოვან ქვეყანაში ცხოვრების, სწავლის ან მუშაობის გამოცდილება;
- სწავლების ან სასწავლო მასალების შექმნის გამოცდილება;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობის გამოცდილებას;
ოფისი: თბილისი, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
ანაზღაურება: შეთანხმებით