უსაფრთხოების თანამშრომელი- ნატახტარი
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართული ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლები, 3 დღეში ერთხელ.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
- ობიექტზე პერიმეტრის პერიოდულად შემოწმება;
- ვიზიტორების აღრიცხვა და კოორდინაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დაკვირვების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!