უსაფრთხოების თანამშრომელი
აბანოთუბანი ჯგუფი წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.
"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 14 საათიანი სამუშაო გრაფიკი. 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1500₾-2000₾ (ზრდის პერსპექტივით)
ფუნქცია-მოვალეობები:
- აბანოთუბანი ჯგუფის ობიექტების უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ობიექტის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე;
- მატერიალური ქონების დაცვა;
- პარკირების ზონების მონიტორინგი და უსაფრთხოების ზომების დაცვა;
- უშუალო უფროსის დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა - B კატეგორია,
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა,
- პასუხისმგებლობა,
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი,
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- მზარდი ანაზღაურება,
- სამედიცინო დაზღვევა,
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა