უსაფრთხოების თანამშრომელი — სასტუმრო ხედი

სასტუმრო ხედი — ლოგო
სასტუმრო ხედი

უსაფრთხოების თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს.

სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის სახურავებისა და თანამედროვე უბნების, მტკვრისპირა სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე.

იდეალური ადგილია ძველი თბილისის სულის შესაგრძნობად.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.

სასტუმრო "ხედი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის ვაკანსიაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, (ავლაბარი)

გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 სთ.

მოვალეობები:

  • სტუმრების და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა, სასტუმროში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით;
  • უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • სასტუმროს ტერიტორიების პერიოდული მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა;
  • უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეაგირება;
  • აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება;
  • სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • სასტუმრო სფეროში და/ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • კვებით უზრუნველყოფას