უსაფრთხოების თანამშრომელი — სკოლა ალბიონი

სკოლა ალბიონი

უსაფრთხოების თანამშრომელი

₾1250 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის (სართულის დაცვა, მანდატურის ფუნქციით) თანამდებობაზე.

საშტატო ერთეულის რაოდენობა: 2 (სასურველია გენდერული ბალანსის დაცვა).

ხელფასი 1250 ლარი.

მოვალეობები:

  • სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა და მოსწავლეთა უსაფრთხოების ყოველდღიური კონტროლი და მონიტორინგი.
  • უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევებზე უშუალო და ოპერატიული რეაგირება.
  • კონფლიქტური და რისკის შემცველი სიტუაციების მართვა და შესაბამისი რეაგირება.
  • მოსწავლეთა და სხვა პირთა უსაფრთხო გადაადგილებისა და ქცევის ვიზუალური მონიტორინგი.
  • საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მშვიდი გარემოს შენარჩუნება და დერეფანში ზედმეტი მოძრაობის აღკვეთა.
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება უფლებამოსილი პირებისთვის.
  • საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტური სიტუაციების განეიტრალება კანონმდებლობისა და შიდა წესების შესაბამისად.
  • მოსწავლეთა მიერ სკოლის შინაგანაწესითა და უსაფრთხოების წესებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.
  • ყოველი ინციდენტის შემთხვევაში წერილობით აფიქსირებს ფაქტს და უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას პასუხისმგებელი პირისთვის.
  • აწარმოებს მისთვის განსაზღვრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებსა და ანგარიშგებას.
  • ახორციელებს სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლს.
  • მონაწილეობს საგანგებო და სხვა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში.
  • აწარმოებს მისთვის ფუნქცია-მოვალეობით განსაზღვრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს და ანგარიშგებას.
  • ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას ახორციელებს დღის განმავლობაში გამოვლენილი უსაფრთხოებისა და საკითხების შეჯამებას.
  • ახორციელებს სკოლის უსაფრთხოების წესებითა და დირექტორის შესაბამისი ბრძანებებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია მის თანამდებობრივ მოვალეობასთან.

შენიშვნა: არჩეულ კანდიდატთან გამოსაცდელი ვადით გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება.

მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64