უსაფრთხოების თანამშრომელი
სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის.
ფუნქცია მოვალეობები:
- სასტუმროში წესრიგის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- სასტუმროში არსებული მატერიალურ ტექნიკური ფასეულობების დანაშაულებრივი ხელყოფისგან დაცვა
- ნებისმიერ არეულობაზე, კონფლიქტზე რეაგირება
- ცვლის განმავლობაში აწარმოოს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგი, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის
- საჭიროებისამებრ ითანამშრომლოს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან
- პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში
- კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
- პერიმეტრის სისუფთავეზე ზრუნვა
- მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება
საჭირო ცოდნა / უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებას
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
ანაზღაურება: 1300 ლარი
გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 24 საათი