უსაფრთხოების ოფიცერი — Alliance Palace

Alliance Palace — ლოგო
Alliance Palace

უსაფრთხოების ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“, რომელსაც მართავს საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანია Aimbridge Emea აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • სამეთვალყურეო კამერების (CCTV) მუდმივი კონტროლი და საეჭვო ქმედებებზე რეაგირება.
  • ნებისმიერი დარღვევის, დაზიანების ან ინციდენტის შესახებ დეტალური ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან.
  • სახანძრო სისტემების შემოწმება და ევაკუაციის გეგმის ცოდნა.
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა, საჭიროების შემთხვევაში მათი განმუხტვა და წესრიგის დამყარება.
  • ნაპოვნი ნივთების აღრიცხვა, შენახვა და შესაბამისი პროცედურით მფლობელისთვის დაბრუნება.
  • სასტუმროსა და საპარკინგე გარე სივრცის ტერიტორიაზე შემოვლის გაკეთება, უსაფრთხოების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
  • საშუალო ან პროფესიული განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • უცხო ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე.