ურბანისტი — Biji Architecture

Biji Architecture

ურბანისტი

₾3500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Biji Architecture აცხადებს ვაკანსიას ურბანისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი განვითარების კონცეფციების შემუშავება;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმისა (გრგ) და განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) დოკუმენტაციის მომზადება;
  • მოქმედი კანონმდებლობის, ტექნიკური რეგლამენტებისა და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნების შესწავლა და პროექტებში გათვალისწინება;
  • ადგილობრივ თვითმმართველობასთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა;
  • საპროექტო ტერიტორიის ფიზიკური, ურბანული, სამშენებლო და გარემოსდაცვითი მახასიათებლების კვლევა და ანალიზი;
  • მიწის გამოყენების, ფუნქციური ზონირების, განაშენიანებისა და სივრცითი განვითარების სქემების მომზადება;
  • ტრანსპორტის მოძრაობის, საფეხმავლო კავშირებისა და მობილობის ძირითადი სქემების შემუშავება;
  • გარემო და გეოგრაფიული ფაქტორების, მათ შორის მზის ინსოლაციის, რელიეფისა და კლიმატური პირობების ანალიზი და მოდელირება;
  • მდგრადი განვითარების პრინციპების საპროექტო გადაწყვეტილებებში ინტეგრირება;
  • პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების პროცესის მართვა;
  • შესაბამისი კვალიფიკაციის კონსულტანტებისა და ქვეკონტრაქტორების მოძიება, შერჩევა და მათთან კომუნიკაცია;
  • პროექტში ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მომზადება და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
  • პროექტის პრეზენტაციების, გრაფიკული მასალებისა და განმარტებითი დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, სივრცითი დაგეგმარების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, პროექტების მართვის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
  • გრგ-ის, გდგ-ის ან სხვა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის მომზადებისა და შეთანხმების გამოცდილება;
  • საქართველოს ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
  • AutoCAD-ის ცოდნა;
  • GIS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • SketchUp-ის, Revit-ის ან სხვა 3D მოდელირების პროგრამების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • Adobe InDesign-ის, Illustrator-ის ან Photoshop-ის ცოდნა;
  • მასშტაბური საცხოვრებელი, კომერციული ან მრავალფუნქციური პროექტების დაგეგმვის გამოცდილება;
  • ადგილობრივ თვითმმართველობასთან კანდიდატის ხელმძღვანელობით შეთანხმებული პროექტების არსებობა;
  • საპროექტო ჯგუფის ან სხვადასხვა პროფესიის კონსულტანტების კოორდინაციის გამოცდილება;
  • ტრანსპორტისა და მობილობის დაგეგმვის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე — სრულად ანაზღაურებადი;
  • ანაზღაურება: 3500 ლარამდე NET — კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.