ურბანისტი — ნს სტუდიო

ნს სტუდიო — ლოგო
ნს სტუდიო

ურბანისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

NS STUDIO Architecture & Design აცხადებს ვაკანსიას ურბანისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ადგილობრივ თვითმმართველობასა და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
  • შესაბამისი კანონმდებლობის ზედმიწევნით დეტალურად ცოდნა გრგ, გდგ დოკუმენტაციის მომზადება;
  • ურბანული დაგეგმვა და დიზაინ კონცეფციის შემუშავება;
  • მდგრადი განვითარების პრაქტიკები (მზის და სხვა გეოგრაფიული თუ გარემო ფაქტორების მოდელირება, ანალიზი);
  • პროექტების მართვა;
  • ფიზიკური, სამშენებლო გარემოს ანალიზი და კვლევები;
  • ტრანსპორტის მოძრაობის დაგეგმვა და მობილობის ძირითადი სქემების შემუშავება;
  • შესაბამისი კვალიფიკაციის ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
  • დაინტერესებული, ჩართული მხარეების ინფორმირება, კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ურბანული დაგეგმვის მიმართულებით;
  • ურბანული დაგეგმვის, პროექტების მართვის ან მსგავს სფეროებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებთან მისი ხელმძღვანელობით შეთანხმებული მინიმუმ 3 პროექტი, მათ შორის ერთი პროექტის ფარგლებში არანაკლებ 50 000მ2 საპროექტო ფართობით;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემები (GIS);
  • 3D მოდელირება და CAD პროგრამები (AutoCAD, Revit, SketchUp);
  • Indesign ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:

  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობა და რთული სიტუაციებში გონივრული გადაწყვეტილებების მიღება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

ანაზღაურება და სხვა შეღავათები:

  • გამოსაცდელი ვადა 6 თვე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ანაზღაურება შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე).