უნივერსალური ტექნიკოსი
ბენე კომფორტი უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.
ბენე კომფორტის მრავალფეროვანი პორტფოლიო 40-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.
ბენე კომფორტი აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ტექნიკოსის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- საცხოვრებელ კომპლექსებში ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემების მონიტორინგი და რეგულარული შემოწმება;
- წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;
- ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან კოორდინაციით;
- პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (პრობლემების აღწერა, გაწეული სამუშაოების ჩანაწერები);
- თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
- უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ტექნიკურ სამუშაოებში.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
- ტექნიკური პრობლემების სწრაფად ამოცნობისა და დიაგნოსტირების უნარი;
- პრობლემის გადაჭრის ლოგიკური და ანალიტიკური მიდგომა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღების კონცენტრაციის მაღალი დონე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაოსადმი სიზუსტე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება (საშუალო პროფესიული ან უმაღლესი);
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკურ სფეროში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;