უნივერსალური მზარეული- ყაზბეგი — კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა — ლოგო
კახური ტრადიციული მეღვინეობა

უნივერსალური მზარეული- ყაზბეგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მზარეულის პოზიციაზე რესტორან "ტერავინოში", ყაზბეგში.

მდებარეობა: ყაზბეგი

სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლა

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ქართული სამზარეულოს ტექნოლოგიების საფუძვლიანად ცოდნა;
  • კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

პასუხისმგებლობები:

  • განსაკუთრებული და ცხელი წერტილის სრული პროცედურების დაცვა: შეწვა, მოთუშვა, შეხარშვა, გამოცხობა, რაც უნიშვნელოვანესია -გემოზე დასმა !!!
  • პროდუქტის თერმული დამუშავება სწორი რეჟიმების გამოყენებით;
  • მენიუს მიხედვით სტანდარტების დაცვა (გრამაჟი, გემო, წარდგენის სტილი);
  • სანელებლებისა და ქართული სუნელების სწორად გამოყენება;
  • მენიუებში არსებული კერძების მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით;

უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!