უნივერსალური მზარეული- ბათუმი
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულო დეპარტამენტში შემდეგ პოზიციაზე: უნივერსალური მზარეული.
ძირითადი მოვალეობები:
- კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
- საკვების მომზადებისა და მირთმევის, პრეზენტაციის პროცესის მონაწილეობა/უზრუნველყოფა;
- სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
- კერძების ტექნოლოგიური ბარათების წინასწარი გაწერა და პროცესში მონაწილეობის მიღება;
- სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
- თანამშრომლებისათვის დეტალური ტრენინგის ჩატარება, განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე უსაფრთხოების წესების შესახებ;
- ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
- შეფ-მზარეულის სხვა მითითებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
- პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი;
ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13 ბ.