უნივერსალური მზარეული
რესტორანი "ბრიქსი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მზარეულის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე ადამიანს ვინც იცის ქართულ ევროპული სამზარეულოს კერძების მომზადება.
აუცილებელია გამოცდილება ჰქონდეს სარესტორნო სფეროში და იცოდეს ქართულ ევროპული კერძების მომზადება. იყოს მოწესრიგებული და იცავდეს ჰიგიენის ნორმებს.
ანაზღაურება 3000 ლარი ნეტი.
ძირითადი მოვალეობები:
- სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
- ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება;
- კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
- კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტის მიხედვით;
- არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ჩვენ გთავაზობთ:
სამუშაო სივრცეს ქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე (ავლაბრის მეტროსთან)
განრიგი: 6/1 ზე პირველი 3 თვე და 5/2 ზე სამისთვის შემდეგ
ანაზღაურება: 3000 ლარი (ნეტი)
სამუშაო საათები: 12:00 სთ დან - 23:00 სთ მდე