უნივერსალური მოლარე - შემფასებელი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე - შემფასებლის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში.
თუ გაქვს გამოცდილება ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასებაში და გინდა სტაბილური სამსახური, კარგი ანაზღაურება და განვითარების შესაძლებლობა - ეს პოზიცია შენთვისაა.
განრიგი: მხოლოდ დღის ცვლები | კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + საოპერაციო და სალომბარდე ბონუსი
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
რას მოიცავს პოზიცია:
- ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასებას;
- მომხმარებლისთვის სასესხო პირობების შეთავაზებასა და ხელშეკრულების გაფორმებას;
- სალარო ოპერაციების წარმოებას.
ძირითადი მოთხოვნები:
- ოქროს/ძვირფასი ლითონების შეფასების გამოცდილება;
- სალარო ან ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.