უნივერსალური მოლარე-ოპერატორი- თბილისი, გარდაბანი
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხითა და ვალუტის კონვერტაციით.
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისისა და გარდაბნის ფილიალებში.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათი, ცვლა ყოველ მესამე დღეს (შესვენება - დღე - 1 საათი/ ღამე - 6 საათი)
ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, გარდაბანი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ძვირფასი ლითონების მიღება/შეფასება;
- სალომბარდე სესხის გაცემა;
- ბაზების დამუშავება, კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა;
- პორტირების პროცესში ჩართულობა;
- ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი;
- პორტფელის მართვა;
- ფაილინგის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ამ სფეროში 1-2 წლიანი გამოცდილება, მაგრამ არ არის აუცილებელი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობა
- პუნქტუალურობა
- მუდმივი მზაობა დახმარებისთვის
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი