უნივერსალური კონსულტანტი
ევროპროდუქტი 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.
შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი განაკვეთი ცვლებში, (კვირაში 6 დღე - 40 საათი, 1 სთ შესვენება);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობას;
- ტრანსპორტირებას გარკვეულ ფილიალებში.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროებების შესაბამისად კონსულტაციის გაწევა;
- ხაზის პროდუქციის — ძეხვი, კარაქი, ყველისა და სხვა შესაბამისი პროდუქციის მომხმარებლისთვის დაჭრა, აწონვა, შეთავაზება;
- პროდუქციის თაროებზე განთავსება, შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
- პროდუქციის ვადების, ხარისხისა და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი;
- დარბაზში პროდუქციის მოწესრიგება და საჭიროების შემთხვევაში თაროების შევსება;
- პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
- საჭიროების შემთხვევაში სალარო ოერაციების წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.