უნივერსალური ადმინისტრატორი- ბათუმი — იელთი ჯგუფი

იელთი ჯგუფი — ლოგო
იელთი ჯგუფი

უნივერსალური ადმინისტრატორი- ბათუმი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" აცხადებს უნივერსალური ადმინისტრატორის ვაკანსიას აპარტ-სასტუმროში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება;
  • აპარტ-ოტელის რისეფშენში შესვლა-გასვლის კონტროლი;
  • უსაფრთხოების შიდა წესებისა დაცვაზე მონიტორინგი;
  • ობიექტზე წესრიგის შენარჩუნებისა და საეჭვო ან არასტანდარტული შემთხვევების დროულად დაფიქსირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
  • ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი;
  • გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;
  • ჯავშნების მიღება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • უსაფრთხოების/დაცვის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში 5/2 გრაფიკი

ანაზღაურება: 1300-1400 ლარი + ბონუსი

ლოკაცია: ქ.ბათუმი