უნივერსალი მოლარე-კონსულტანტი
შპს "M.a.M" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის და კახეთის რეგიონში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას უნივერსალი მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი
პოზიციის სპეციფიკა: უნივერსალი მოლარე-კონსულტანტის პოზიცია გულისხმობს თანამშრომლის სხვადასხვა ფილიალში საჭიროებისამებრ გადანაწილებასა და მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მაღალხარისხიანი მომსახურება და ეფექტური კომუნიკაცია;
- პროდუქციის სკანირება, შეფუთვა და ანგარიშსწორების პროცესის სრულყოფილად წარმართვა;
- მომხმარებლისთვის პროდუქციის ღირებულების, მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის დახმარება პროდუქციის შერჩევაში;
- სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება, თანხის მიღება/გაცემა და დღის ბოლოს სალაროს გასწორება;
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორად განლაგება კომპანიის მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი, ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქციის დროული ამოღება;
- ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
- სავაჭრო ობიექტის, თაროებისა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- დისტრიბუციიდან მიღებული პროდუქციის გადამოწმება კოდებისა და ვადების მიხედვით;
- საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- კომპანიის შიდა რეგულაციების, სამუშაო ინსტრუქციებისა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
- ხელმძღვანელობის დავალებით დამატებითი სამუშაოების შესრულება საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.