უმცროსი ტექნიკური სპეციალისტი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
კომპანია მადარტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე!
აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
- გასაუბრება HR სპეციალისტთან;
- სტაჟირების ეტაპი ფილიალში.
ძირითადი კომპეტენციები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიან გამოცდილება;
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური ინჟინერიის მიმართულებით;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ელ.მოწყობილობების მონტაჟი, აწყობა, გამოცდა და ტექნიკური მომსახურება დამოუკიდებლად ან უფროსი ტექნიკური ინჟინრის მეთვალყურეობის ქვეშ;
- ელ.მოწყობილობების შეკეთება, ექსპლუატაციის რეკონსტრუქციისა და ახალი ელ.მოწყობილობების განვითარებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება დამოუკიდებლად ან უფროსი ტექნიკური ინჟინრის მეთვალყურეობის ქვეშ;
- საოფისე ინვენტარის ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა დამოუკიდებლად ან უფროსი ტექნიკური ინჟინრის მეთვალყურეობის ქვეშ;
- ტექნიკური მომსახურების გაწევა როგორც ადგილზე, ასევე ობიექტებზე გასვლით დამოუკიდებლად ან უფროსი ტექნიკური ინჟინრის მეთვალყურეობის ქვეშ.
სამუშაო ადგილი: თბილისი - როტაციული
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1800-2000 ლარი
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass - ით სარგებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.