უმცროსი სუსტი დენების ინჟინერი/უმცროსი ელექტრო ინჟინერი — სთათიკ ლინკ

სთათიკ ლინკ — ლოგო
სთათიკ ლინკ

უმცროსი სუსტი დენების ინჟინერი/უმცროსი ელექტრო ინჟინერი

₾2000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სთათიქ ლინკში უმცროსი სუსტი დენებისა და უმცროსი ელექტრო ინჟინრის ვაკანსიები გვაქვს!

"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2022 წელს. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სრული MEP მომსახურების ციკლს — საპროექტო, საშემსრულებლო და შემდგომი სერვისების მიმართულებით. ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.

უმცროსი სუსტი დენების ინჟინერი

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 1500 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების 1;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • მიღებული არქიტექტურული ნახაზის შესწავლა/გარჩევა;
  • მიღებული არქიტექტურული ნახაზების მიხედვით სუსტი დენების სისტემების (ვიდეო მეთვალყურეობა, სახანძრო სიგნალიზაცია, საკომუნიკაციო ქსელი, დომოფონი, სიგნალიზაცია, ფონური გახმოვანება და სხვა) პროექტების შექმნა AutoCAD-ში და სხვა შესაბამის პროგრამებში უფროსი ინჟინერის ხელმძღვანელობით;
  • კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენაში ჩართულობა;
  • მჭიდრო კომუნიკაცია სხვა მიმართლებების ინჟინრებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

  • სასურველია ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • AutoCAD-ის ცოდნა;
  • სუსტი დენების სისტემების ძირითადი სტანდარტებისა და ნიშნების ცოდნა;
  • მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა.

უმცროსი ელექტრო ინჟინერი

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 1500 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე).
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების ქ.1
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • ელექტრო განაწილების დაფების სქემატური და ვიზუალური პროექტირება;
  • ელექტრო ინსტალაციისთვის საჭირო მასალების სიის მომზადება და შესყიდვების მართვის მხარდაჭერა;
  • ელექტრო სისტემების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის მონიტორინგი;
  • არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და მათი ინტეგრირება ელექტრო სისტემებთან;
  • ელექტრო გაყვანილობისა და უსაფრთხოების სისტემების საპროექტო ნახაზების მომზადება;
  • მოწყობილობების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და წესების დაცვა;
  • მოხმარებელთან ერთად დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და კოორდინაცია;
  • პროექტის ბიუჯეტისა და კალენდარული გეგმის მომზადება;
  • ობიექტზე ვიზიტი, არსებული პირობების შეფასება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება;
  • ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა/დანერგვა;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

  • სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • AutoCAD-ის ცოდნა (Eplan-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა.

რა ბენეფიტებს მიიღებთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო;
  • სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები;
  • Fitpass.

რა უნარები დაგჭირდებათ:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება.