უმცროსი შოკოლატერი — შოკოტელა

შოკოტელა

უმცროსი შოკოლატერი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შოკოტელა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შოკოლატერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

პროფესიის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

  • გამოცდილი შოკოლატერის ზედამხედველობით პროდუქციის მომზადება;
  • ინგრედიენტების მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით დასაწყობებაში დახმარება;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
  • მითითებული საქმის ზედმიწევნით და ყურადღებით შესრულება;
  • აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სწავლის და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კონდიტერად ან სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00

ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი + ბონუსი

პირველი 6 თვე გამოსაცდელი პერიოდი.