უმცროსი სავაჭრო წარმომადგენელი — IDS Borjomi

IDS Borjomi — ლოგო
IDS Borjomi

უმცროსი სავაჭრო წარმომადგენელი

₾1870 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უმცროსი სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ.თბილისში.

მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 40 საათი კვირაში

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1870 ლარი

აუცილებელია: მართვის მოწმობა B კატეგორია

სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ანალიზი;

სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება;

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;

დებიტორების კონტროლი და ანალიზი;

ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;

გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

  • სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება
  • მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა.
  • MS Windows"-ის სტანდარტული პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

შერჩევის ეტაპები:

  • შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.