უმცროსი NET Framework, WinForms, Visual Basic დეველოპერი
"MEDSOFT.GE" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი/სტაჟიორი NET Framework, WinForms, Visual Basic დეველოპერის პოზიციაზე.
"MEDSOFT"-ის კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემას/პროგრამას იყენებს 50-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება საქართველოში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება Winforms, SQL, C# დეველოპმენტში (Microsoft .Net ტექნოლოგიების გამოყენება) - აუცილებელია.
- მუშაობა მოგიწევთ მოდულზე, რომელშიც გამოიყენება შემდეგი ტექნოლოგიები: Visual Basic, NET Framework, WinForms, MS SQL/TSQL Query.
- ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
- WinForms C# ან Visual Basic.
- .NET Framework.
- MS SQL/TSQL Query Language.
სამუშაო გრაფიკი: სრულ შტატზე, 10:00-18:30, ორშაბათი-პარასკევი, თბილისი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სატესტო პროექტის შესრულების შემდგომ მოგეცემათ საშუალება იმუშაოთ რეალურ პროექტზე ანაზღაურებით.
- შესაძლებლობას გახდეთ მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
- განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ MEDSOFT დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 12 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.