უმცროსი მარკეტერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.
კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს.
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სტაჟირების პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური ქსელების მონიტორინგი;
- სოციალური მედია არხებისთვის კონტენტის შექმნაში ჩართულობა;
- აუდიტორიის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი;
- ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის აღსრულებაში ჩართულობა;
- ორგანიზაციის ვებ-გვერდის კონტენტის მართვა;
- რეკლამირებისა და ბრენდინგთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
- სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებთან კომუნიკაცია;
- ყოველკვირეული ან/და ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან (მოთხოვნისამებრ);
- ფილიალების მარკეტინგული საჭიროებების მოძიება და შესაბამისი მასალების მიწოდება.
- დამსაქმებლის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციისა და დაკავებული პოზიციის ფარგლებში.
ჩვენ ვეძებთ დამწყებ სპეციალისტს:
- უმაღლესი განათლებით (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით); (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
- მსგავს პოზიციაზე 1 წლამდე სამუშაო გამოცდილებით;
- დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციით;
- სწრაფად ათვისების უნარით;
- კრეატიულს;
- პასუხისმგებლობიანს;
- ორგანიზებულსა და შედეგებზე ორიენტირებულს;
- დროის ეფექტურად მართვის უნარით.
- ინგლისური ენის ცოდნა (B2)
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:
- Fitpass
- ჯანმრთელობის დაზღვევა
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 ივლისი
გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად:
- 1. გაცნობითი სახის გასაუბრება
- 2. შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ დავალება
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას.
გისურვებთ წარმატებას!