უმცროსი კორპორატიული იურისტი
კომპანია "IBC" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კორპორატიული იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შრომის ანაზღაურება 2000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.
ძირითადი მოვალეობები:- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი.
- კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
- კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
- კომპანიის დირექტორის მიერ მიცემული სხვა, პროფილური დავალებების შესრულება.
- უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება).
- იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა (ი.გ იურისტად და არა სტაჟიორად მუშაობის გამოცდილება).
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (ჩაითვლება უპირატესობად)