უმცროსი ქოფირაითერი
ჩვენი საერთაშორისო "iGaming" კომპანიის კონტენტის გუნდი ეძებს Junior პოზიციაზე მოტივირებულ, კრეატიულ და იდეებით სავსე გუნდის წევრს, რომელიც შექმნის გამორჩეულ კონტენტს და გააცოცხლებს ბრენდის სათქმელს.
თუ ხარ ღია აზროვნების (open-minded), გიყვარს სიტყვებით თამაში, ადევნებ თვალს თანამედროვე ტრენდებს და გსურს განვითარდე ქოფირაითინგის მიმართულებით, ეს პოზიცია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
- კრეატიული კონტენტის შექმნა: ორიგინალური და ეფექტური ტექსტების (ქოფების) წერა სხვადასხვა პლატფორმისთვის.
- სამუშაო პროცესის მართვა: საკუთარი თასქების ორგანიზება, დედლაინების დაცვა და კრეატიულ ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია იდეების საუკეთესოდ რეალიზებისთვის.
- ტონალობის (Tone of Voice) მორგება: ბრენდის ხასიათის შესაბამისი ტექსტური სტილის შენარჩუნება და სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა.
მოთხოვნები:
- კრეატიულობა და ღია აზროვნება: უნარი, შეხედო საკითხებს განსხვავებული კუთხით და არ შეგეშინდეს ახალი იდეების ექსპერიმენტირების.
- ინგლისური ენის ცოდნა: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა - C1 დონე, საერთაშორისო ტრენდების გასაგებად და კონტენტის თავისუფლად დასამუშავებლად.
- მოტივაცია: სურვილი და ენთუზიაზმი, ისწავლო და განვითარდე ციფრული მარკეტინგისა და ქოფირაითინგის სფეროში.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (Full-time), 10:00-19:00.
- სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site).
- ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + სამომავლოდ მზარდი ხელფასი.