უმცროსი იურისტი - გარემოსდაცვითი სამართლის მიმართულებით
კოლორპაკი არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ პაკის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.
გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.
როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!
"კოლორ პაკი" გეძებს შენ უმცროსი იურისტის (გარემოსდაცვითი სამართლის მიმართულებით) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
- სახიფათო ნარჩენების მართვის გეგმების შეთანხმების პროცესში მონაწილეობა და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია;
- ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებების ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშების შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
- შესაბამისი სპეციალისტების, სახელმწიფო უწყებებისა და კომპანიის დეპარტამენტების შორის მაკავშირებელი ფუნქციის შესრულება;
- "საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციასთან" თანამშრომლობა და ყოველთვიური ანგარიშგებების წარდგენა www.wasteless.ge პლატფორმის შესაბამის მოდულში;
- კომპანიის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესში სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა;
- გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება კომპეტენციის ფარგლებში;
- თბური ტუმბოებისა და ჰაერის გარემოსდაცვით მოთხოვნებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების შესრულების პროცესის მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;
- კორესპონდენციის მართვა;
- გარემოსდაცვითი და მომიჯნავე სფეროების საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
- ხელშეკრულებების, წერილების, დასკვნებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა;
- იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობის მხარდაჭერა და სამართლებრივი დახმარების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
- გარემოსდაცვითი სამართლისა და რეგულაციების სფეროს მიმართ ინტერესი;
- პროფესიული განვითარების, სწავლისა და ახალი ცოდნის მიღების სურვილი;
- სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიულ, აკადემიურ და საგანმანათლებლო აქტივობებში აქტიური მონაწილეობის გამოცდილება (სტაჟირებები, ტრენინგები, კონფერენციები, სტუდენტური პროექტები და სხვა).
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებაზე 50%-იანი ფასდაკლებას;
- ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტარეას, კრიალას და ფავორიტისა პროდუქციაზე);
- მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის #3.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შპს კოლორპაკმა (ს/კ 206176109) დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.
გისურვებთ წარმატებას!