უმცროსი იურისტი
შპს "M.a.M" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის ადა კახეთის რეგიონში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ჰუალინგ პლაზა
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: ყოველდღე 09:00-17:00
მოვალეობები:
- დოკუმენტბრუნვის ნაწილში კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა - ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ბრძანების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა
- კომპანიისთვის ზეპირი და წერილობითი სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა სფეროში
- მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში
- შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობაში მოქცევა
- კომპანიის სახელით შეხვედრებსა და სამუშაო პროცესებში მონაწილეობა
- საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, ადმინისტრაციულ და დავების გადაწყვეტის სხვა ორგანოებში
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
- HR პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა
სამუშაო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით)
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
- საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს