უმცროსი იურისტი
4S Legal and business Consulting წარმოადგენს ბიზნესისა და სამართლის საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც დამკვეთებს უწევს მომსახურებას კორპორაციული სამართლის, კომერციული სამართლის, შრომითი სამართლის, კომპლაიანის, კორპორაციული მმართველობის, ინვესტიციების, სტარტაპებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან, თვითორგანიზებულ (ეს თვისება გადამწყვეტია) და განვითარებაზე ორიენტირებულ უმცროს იურისტს/იურისტს, რომელიც მზად იქნება იმუშაოს მრავალფეროვან პროექტებზე, შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება და გაიზარდოს პროფესიონალ იურისტად დინამიკურ და თანამედროვე სამუშაო გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:- დამკვეთების იურიდიული მომსახურების გაწევის პროცესში უფროსი იურისტების მხარდაჭერა;
- იურიდიული დოკუმენტების, ხელშეკრულებების, პოლიტიკების, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- სამართლებრივი კვლევების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება;
- საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და რეგულაციების მონიტორინგი;
- დამკვეთებთან, სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
- კომპანიის შიდა სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა სამართლებრივი დავალებების შესრულება.
- სამართლის მაგისტრის/ბაკალავრის ხარისხი;
- მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება იურიდიულ სფეროში - აუცილებელია, ასევე ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერითი და ზეპირი მინიმუმ B1);
- Microsoft Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი;
- Tool-ების გამოყენების გამოცდილება (სამუშაო პროცესში AI/slack/click-up, etc) ჩაითვლება უპირატესად;
- სამართლებრივი კვლევისა და იურიდიული წერის უნარი;
- სასამართლოს პროცედურების პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- კონტრაქტების და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
- თვითორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სმარტი, სწრაფი ადაპტაცია, ინიციატორი;
- დროისა და პრიორიტეტების მართვა;
- სამუშაო რემოუთზე (სახლიდან/გარე ოფისიდან);
- განსაკუთრებული შემთხვევაში საჭირო იქნება ოფისში მოსვლა;
- კომუნიკაციის არხებია Slack/Teams/Zoom;
- შეფასება და საგამოცდო ვადის დასრულება 3-6 თვეში.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ვადა: 2026 წლის 20 ივნისი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გაზიარებული ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს 4S-ის მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გამოგზავნილი ინფორმაცია არ ინახება თუ არ მოხდება თქვენთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.