უმცროსი იურისტი — კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა — ლოგო
კახური ტრადიციული მეღვინეობა

უმცროსი იურისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კახური ტრადიციული მეღვინეობა

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
  • ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება;
  • კომპანიის შიდა დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილეობა;
  • მოქმედი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი;
  • საჯარო რეესტრსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა;
  • ლიცენზიებისა და ნებართვების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა;
  • საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო და სხვა შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია;
  • იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის სიზუსტე;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.