უმცროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი — მარშე

მარშე — ლოგო
მარშე

უმცროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უმცროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი/Junior IT Support

მისამართი: თ. ერისთავის #5

სამუშაო დრო: 10:00-18:00; (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკური უზრუნველყოფა (Hardware): კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა, აწყობა, დაზიანებული ნაწილების გამოცვლა და ფიზიკური შეკეთება.
  • პროგრამული უზრუნველყოფა (Software): ოპერაციული სისტემების (Windows) და სტანდარტული/საჭირო პროგრამების ინსტალაცია, განახლება და გამართვა.
  • ქსელი და სისტემები: კომპიუტერების ლოკალურ ქსელში ჩართვა, ქსელური პარამეტრების გაწერა და სამუშაო სადგურების დომენში (Domain) დამატება.
  • პერიფერიული მოწყობილობები: პრინტერების, სკანერების და სხვა ტექნიკის ინსტალაცია, შეერთება და გამართვა.
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა: თანამშრომლებისთვის ყოველდღიური, პირველადი IT დახმარების გაწევა წამოჭრილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე (IT მხარდაჭერა / Helpdesk) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • კომპიუტერული ტექნიკის (Hardware) მუშაობის პრინციპების კარგი ცოდნა.
  • Windows ოპერაციულ სისტემებთან და სტანდარტულ პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (ინსტალაცია, ტრაბლშუტინგი).
  • ქსელის საბაზისო პრინციპების ცოდნა.
  • პერიფერიულ მოწყობილობებთან (პრინტერი, სკანერი) მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება კვალიფიკაციების მიხედვით.