უმცროსი ინჟინერი — საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები

საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები — ლოგო
საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები

უმცროსი ინჟინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები" აცხადებს ვაკანსიას გრძელვადიან პოზიციაზე — უმცროსი ინჟინრის თანამდებობაზე.

შერჩეული კანდიდატის სამუშაოს დაწყება იგეგმება 2026 წლის აგვისტოდან.

სამუშაო ადგილი: მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაიში.

სამუშაო განრიგი: 3 კვირა ადგილზე მუშაობა / 1 კვირა დასვენება (სამუშაო პერიოდში ადგილზე ყოფნა აუცილებელია)

სამუშაო გარემო: პოზიცია გულისხმობს მუშაობას მაღალმთიან რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰესის ოპერირებისთვის საჭირო ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების: გენერატორების, ტრანსფორმატორების, ტურბინების და სხვა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • ელექტრო მოწყობილობების, მექანიკური დანადგარებისა და სხვა დამხმარე აღჭურვილობების გეგმიური შემოწმების წარმოება, პროფილაქტიკურ და სარემონტო სამუშაოებში ჩართულობა
  • აღჭურვილობის ინვენტარის მოვლა-პატრონობა; ინვენტარის, დანადგარებისა და აგრეგატების ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით ოპერირება
  • დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ენერგეტიკის განხრით
  • სასურველია ამ სფეროში გამოცდილება
  • ელექტრო და მექანიკური ნაწილების თეორიული ცოდნა
  • ტექნიკური ნახაზებისა და დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
  • კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ტრანსპორტირებას ზუგდიდიდან
  • საცხოვრებელ ადგილსა და კვებას სამუშაო პერიოდში

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.