უმცროსი ინჟინერი — ბაუსერვისი

ბაუსერვისი — ლოგო
ბაუსერვისი

უმცროსი ინჟინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ბაუსერვისი" სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის სფერო: სამშენებლო ობიექტებზე ჰიდროიზოლაციისა და თბოიზოლაციის სამუშაოების შესრულება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №142

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00; შაბათი 09:00-15:00

ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად) + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

  • პროექტ მენეჯერის მხარდაჭერა მიმდინარე პროექტების მართვის პროცესში;
  • ტექნიკური მენეჯერის დახმარება ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზებასა და კოორდინაციაში;
  • სამშენებლო ნახაზების შესწავლა და დამუშავება;
  • ობიექტებზე აზომვითი სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
  • ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამშენებლო, საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით განათლება;
  • აუცილებელია AutoCAD-ისა და MS Office-ის ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და სწრაფად სწავლის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ორგანიზებული მუშაობის უნარი.

ჩვენთან გელოდებათ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში ჩართულობა;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.