უმცროსი გარემოსდაცვითი სპეციალისტი
გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და ეძებს პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს უმცროსი გარემოსდაცვითი სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების, ასევე სხვა ტექნიკური გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა;
- საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების გადამოწმება/ანალიზი და პროექტებთან შესაბამისობის დადგენაში გუნდის მხარდაჭერა;
- საველე გასვლებში და საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა, პროექტისთვის საჭირო საბაზისო მონაცემების შეგროვება და შესაბამისი ჩანაწერების/ფოტომასალის ორგანიზება;
- საჭიროებისამებრ, პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემების მოძიება-დამუშავებასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკოლოგიის, გეოგრაფიის, გარემოსდაცვითი მეცნიერებების მიმართულებით, ან სპეციალიზაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, ჰიდროლოგია ან ატმოსფერული ჰაერის დაცვა;
- გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და რეგლამენტებთან მუშაობის გამოცდილება, ან შესაბამისი მიმართულებით მიღებული აკადემიური ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და აკადემიური წერის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B1 - B2 დონე);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი და ინფორმაციის ეფექტურად გაზიარების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში კანდიდატს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს მრავალმხრივი და პრაქტიკული გამოცდილება გარემოსდაცვითი კონსალტინგის სფეროში.