უმცროსი გაყიდვების მენეჯერი — HRRA

HRRA — ლოგო
HRRA

უმცროსი გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას, უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დაქირავებული თანამშრომელი სამუშაოს შეასრულებს შპს " გლოვოაფფ ჯორჯიას" პროექტის ფარგლებში. კონტრაქტის ხანგრძლივობა- 6 თვე.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • პარტნიორებთან (პატარა და საშუალო ბიზნესები) რეგულარული კომუნიკაცია და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება;
  • შეთავაზებების მომზადება და წარდგენა პარტნიორებისთვის;
  • ხელშეკრულებების მომზადება, შეთანხმება და გაფორმების პროცესის მართვა;
  • პარტნიორებისთვის ასორტიმენტის ჩამონათვალის მომზადებაში (Excel ფორმატში) დახმარება და შესაბამისი მონაცემების ორგანიზება;
  • აქტივაციის პროცესის მონიტორინგი — ყველა საჭირო ნაბიჯის (შეთავაზება, ხელშეკრულება, პროდუქტის განთავსება, სისტემაში ინტეგრაცია და სხვ.) დროული შესრულების უზრუნველყოფა;
  • ახალ პარტნიორებთან პირველი თვის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიკაცია და შესაბამისი განყოფილებებისთვის გადაცემა/მონიტორინგი მათი აღმოფხვრისთვის;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება გაყიდვების და პარტნიორული აქტივობების შესახებ.

კრიტერიუმები რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

  • სასურევლია მსგავს პოზიციაზე ან B2B გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის, მოლაპარაკების და კლიენტებთან ურთიერთობის ძლიერი უნარები;
  • ორგანიზებულობა და პროცესის მართვის უნარი;
  • გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება პატარა და საშუალო ზომის პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, თანამშრომლობის პროცესის მართვაზე და პარტნიორთა აქტივაციის სრულ ციკლზე — შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე და ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაციამდე.