უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი — კოლორპაკი

კოლორპაკი — ლოგო
კოლორპაკი

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კოლორ პაკი - არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.

გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.

როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!

"კოლორ პაკი" გეძებს შენ - უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური პროექტების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი;
  • ფინანსური ანგარიშგებების აწყობა, რეპორტინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებაზე 50%-იანი ფასდაკლებას;
  • ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტარეას, კრიალას და ფავორიტისა პროდუქციაზე);
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის #3

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად