უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი — m²

m² — ლოგო

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

როგორც ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის გუნდის წევრი, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ჩართული იყოთ m²-ში დაგეგმვის, კონტროლისა და დაფინანსების პროცესების ყველა ასპექტში, გააანალიზოთ კომპანიის სხვადასხვა ბიზნეს მიმართულება და ითანამშრომლოთ FPA-ის ხელმძღვანელთან და სხვა წევრებთან, სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერის უზრუნველყოფით, მათ შორის:

  • წლიური ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების განხორციელება ძირითადი ფინანსური და საოპერაციო ფაქტორების გააზრებით;
  • ფინანსურ პროგნოზებსა და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ფაქტობრივ შედეგებს შორის გადახრების იდენტიფიცირება და ანალიზი;
  • მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად, ad-hoc ანგარიშებისა და ანალიზების მომზადება;
  • ბაზების/მონაცემების ამოღება სხვადასხვა სისტემიდან და დამუშავება;
  • ბანკებთან ურთიერთობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური უნარები: Excel-ის ცოდნა; ბუღალტრული აღრიცხვისა და კორპორაციული ფინანსების კარგი ცოდნა;
  • კომუნიკაცია: ინგლისური და ქართული ენების თავისუფლად ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი; მკაცრი ვადების პირობებში ეფექტურად მუშაობა;
  • მიზანდასახული, მოტივირებული, დამოუკიდებლად მოაზროვნე და მოქმედი;
  • აუცილებელია შესაბამის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 20 სექტემბრამდე

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.