უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
CoobX Georgia საერთაშორისო ტექნოლოგიური ჯგუფის ნაწილია და Google-ის გაყიდვების ოფიციალური პარტნიორია. ჩვენ ვქმნით სარეკლამო პროდუქტების ერთიან ეკოსისტემას, ვაერთიანებთ ციფრული ბაზრის მოთამაშეებს და ვეხმარებით კომპანიებს სარეკლამო პროცესების ეფექტურ მართვასა და ოპტიმიზაციაში.
CoobX Georgia აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N34.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1000 - 1500 ლარი (NET)
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა;
- შემოსავლების რეპორტის მომზადებაში მონაწილეობა;
- კომპანიის დებიტორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- კლიენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფინანსური ნაწილის შემოწმება;
- სხვადასხვა ფინანსური რეპორტის ყოველთვიური განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდურობა.